weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ქართველთა მორიგი მედლები ევროპის ჩემპიონატზე

10:00 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე კიდევ 4 მედალი მოიპოვეს. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ირაკლი მწითური კი ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლომთაძე ფინალში სომეხ არსენ არუტუნიანს 8:0-ს უგებდა, თუმცა დაახლოებით ორ წუთში ძალა გამოელია და ცხადი გახდა, რომ მეტოქის შეტევებს ვეღარ გაუძლებდა. ეს მით უფრო მოულოდნელია, რომ ქართველ ფალავანს გადამწყვეტი შეხვედრისთვის მოსამზადებლად, ფაქტობრივად მთელი დღე ჰქონდა. საბოლოოდ, სომეხმა მოჭიდავემ 17:11 იმარჯვა.

ამ ფონზე სოლიდურად გამოიყურებოდა კენჭაძე, რომელიც ახალგაზრდულ დონეზე შთამბეჭადავად ჭიდაობდა და უფროსებშიც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. ავთომ ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შანსი არ დაუტოვა და საქმე ვადაზე ადრე მოუთავა – 12:1.

პეტრიაშვილი ფინალში მარადიულ მეტოქეს, თურქ თაჰა აქგულთან შერკინებას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, ხელს მუხლის ტრავმაც უშლიდა და გამარჯვების შანსი არ ჰქონია – 0:7. მანამდე გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი (7:4), პოლონელი რობერტ ბარანი (10:2) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანოვსკი (3:2) დაამარცხა.

მწითურმა რუს მაგომედ კურბანოვთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა, შერკინების დასრულებამდე ხუთიოდე წამით ადრე, მეტოქე ორქულიან ილეთზე დააგდო და 3:3-ზე ბოლოს აღებული ქულების წყალობით იმარჯვა. მეოთხედფინალში რუმინელი ადრიან რეკორეანი 7:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ შარიფ შარიფოვთან (აზერბაიჯანი) 2:8 წააგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემაც (97 კგ) დაისაკუთრეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]