weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ინგლისის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია

10:27 კვირა, 16 ივლისი 2017

საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრების გახდა. კიტ დაუნინგის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას აჯობა და გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

გორში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ეასა სულიმანის გოლი დუჯიონ სტერლინგმა ავტოგოლით გააბათილა, მაგრამ ლუკას ნმეჩას მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი გამოდგა. ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ინგლისმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთიდან ხუთი თამაში მოიგო და ყველა ძირითად დროში.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც 1966 წლის შემდეგ ამ ქვეყნისთვის პირველი საერთაშორისო გამარჯვება იყო.

UEFA-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ფინალი

15 ივლისი, გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი

პორტუგალია - ინგლისი 1:2

პორტუგალია: დიოგო კოსტა, დალოტი, დიოგო კეიროსი, კონტე (კუეტა 79), ჟოაო კეიროსი, რუი პირესი, ჟედსონ ფერნანდესი, კინა, მესაკე (ლუის მიგელი 76), ჟოაო ფელიპე (რაფაელ ლეაო 56), რუი პედრო.

მწვრთნელი: ელიო სოუზა

ინგლისი: რამსდეილი, დ. სტერლინგი, სულიმანი, დ. ჯონსონი, ჯეი დასილვა, ედუნი, დოზელი (ჯოშ დასილვა 77), მაუნტი, რ. სესენიონი, ბაკლი-რიკეტსი (ედვარდსი 84), ნმეჩა (ბრერეტონი 73).

მწვრთნელი: კიტ დაუნინგი

გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (56 საკ.კარში), 1:2 ნმეჩა (68)

გაფრთხილება: ედუნი (54, 86), რუი პირესი (67), რამსდეილი (90+1).

გაძევება: ედუნი (86)

მსაჯი: სრჯან იოვანოვიჩი (სერბეთი)

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]