weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჩეხურმა საფეხბურთო კლუბმა მოედანზე ლუდის გიგანტური ქილები დადგა

06:03 პარასკევი, 28 ივლისი 2017

ჩეხურმა საფეხბურთო კლუბმა პლზენის „ვიქტორიამ“ ლუდის მწარმოებელ კომპანია „გამბრინუსთან“ თანამშრომლობა საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა. კლუბის მარკეტინგის მენეჯერის გადაწყვეტილებით მოედანზე არსებული ძველი სათადარიგოთა სკამები ახლებით შეიცვალა, რომელთაც ლუდის ქილების ფორმა და დიზაინი აქვთ.

ახალი ულტრათანამედროვე კომფორტული სკამების გარდა, მოწყობილობა აღჭურვილია განათებისა და გაგრილების სისტემებით. კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, არცერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და თითოელ მათგანს გული მწვანე მინდვრისკენ მიუწევთ, თუმცა ყველა მოხარულია რომ ამიერიდან საკუთარ შანსს ასეთ კომფორტულ ზონაში დაელოდებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე პლზენის „ვიქტორიამ“ სტუმრად ბუქარესტის „სტიაუასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, განმეორებით შეხვედრას კი შინ 2 აგვისტოს გამართავს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]