weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წარმატებული ძიუდოისტების უმაღლეს განათლებას ძიუდოს ფედერაცია დააფინანსებს

16:29 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, რომლებიც მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ვერ მიიღებენ სახელმწიფო გრანტს, შეღავათით ისარგებლებენ და მათი სწავლის გადასახადს ძიუდოს ფედერაცია გადაიხდის.

„ეს არის ინიციატივა, რომლითაც გვინდა ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ჩემპიონების გაზრდას, არამედ განათლებული თაობის აღზრდას“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

სპორტის სამინისტროს განცხადებით, პროგრამა ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ხორციელდება. პროგრამით ძიუდოისტები მომავალი წლიდან ისარგებლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]