weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უეინ რუნი ნაკრებიდან წავიდა

11:30 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

„ევერტონის“ 31 წლის ფორვარდმა უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ თავად გაავრცელა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შესარჩევი მატჩებისთვის უეინ რუნი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა ფეხბურთელს ნაკრებიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

„ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ყოველთვის, როდესაც მიძახებდნენ, ეს იყო პრივილეგია ჩემთვის და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მეხმარებოდა.“ - განაცხადა უეინ რუნიმ.

უეინ რუნი ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში პირველად 2003 წლის 13 თებერვალს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, პირველი გოლი კი იმავე წლის 6 სექტემბერს მაკედონიის ნაკრების კარში გაიტანა. ფეხბურთელი იმ დროსაც „ევერტონში“ თამაშობდა.

ეროვნულ გუნდში რუნიმ 2003-2016 წლებში 119 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა, რითაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის მიღწევა 4 გოლით გააუმჯობესა. უეინ რუნიმ უკანასკნელი გოლი ევრო 2014-ზე ისლანდიასთან წაგებულ შეხვედრაში გაიტანა, ბოლო მატჩი კი იმავე წლის ნოემბერში მუნდიალის შესარჩევ მატჩში შოტლანდიასთან (3:0) ითამაშა, სადაც საგოლე პასი შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]