weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე გერმანიის ნაკრებთან დამარცხდნენ

22:09 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა გერმანიასთან გამართა და 57:67 დამარცხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 41:36 მორჩა. საქართველო შემდეგ მეოთხედში წინ გავიდა, თუმცა ლიტვასთან მატჩისგან განსხვავებით, ქართველი კალათბურთელები ცუდად გამოიყურებოდნენ. მეოთხე პერიოდამდე დარჩენილ დროში გერმანელებმა იაქტიურეს, სამიანი და პლუს ერთი ჩაააგდეს, რასაც ჩვენების არადამაჯერებელი თამაში დაერთო. საბოლოოდ დასკვნითი მეოთხედის წინ გერმანია მხოლოდ 55:52-ის იგებდა. ფინიშამდე სამწუთნახევრით ადრე კი გერმანია 8 ქულით, 62:54 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ქართველებმა თამაშის დალაგება ვერა და ვერ მოახერხეს, საფინალო სირენამდე გაიბრძოლეს, მაგრამ გერმანელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.

ზაზა ფაჩულიამ 14 ქულას 8 მოხსნა მიამატა, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. გერმანელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი დენის შრიოდერი გახლდათ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ უკრაინასთან გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 16 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]