weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე მეხუთე ფრე ითამაშა

10:56 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მე-8 ტურის შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მასპინძელ ნაკრებთან გამართა და გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხა. ვლადიმირ ვაისის გუნდის მონაგარში ხუთი ფრე და სამი წაგებაა.

ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე „ჯვაროსნები“ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - ქართველებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, ვალერიან გვილია ოსტატურად გაისარჯა და მე-8 წუთზე ახლო მანძილიდან ტექნიკურად გაუტანა ავსტრიელთა გოლკიპერს. საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური სტარტი იყო, თუმცა პირველი ტაიმი ეროვნულმა გუნდმა გამარჯვებით მაინც ვერ ჩაამთავრა. ჯერ მარტინ ჰარნიკის თავური დარტყმა აისხლიტა ქართველთა კარის ხარიხამ, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს მოწყობილი შტურმისას აშკარა საგოლე მომენტის განიავების შემდეგ, ავსტრიის ნაკრების ტრავმირებული ლიდერის, დავიდ ალაბას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 22 წლის ლუის შაუბმა 43-ე წუთზე გაიტანა - გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელის გოლისას საქართველოს ნაკრების დაცვა გაუნძრევლად იდგა.

მეორე ნახევარში ავსტრიელებმა მოუმატეს. მასპინძლებს გამარჯვება და სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა მარკო არნაუტოვიჩის უამრავი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა, რადგან „ჯვაროსნებსაც“ არაფერი გამოსდიოდათ კონტრშეტევებისას.

ავსტრია – საქართველო 1:1

ავსტრია: ლინდნერი; ბაუერი, დრაგოვიჩი, დანსო, ჰინტერეგერი; ალაბა (შაუბი 38), გრილიჩი (ილზანკერი 80), ბაუმგარტლინგერი, კაინცი; არნაუტოვიჩი, ჰარნიკი (იანკო 68).

მწვრთნელი: მარსელ კოლერი

საქართველო: მაკარიძე; ო. კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი, ანანიძე, გვილია (მერებაშვილი 69); ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90+2), ქვილითაია (დვალიშვილი 88).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 გვილია (8) 1:1 შაუბი (43).

გაფრთხილება: კაინცი (53), დანსო (78); ქვილითაია (82).

მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]