weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

17:53 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ნაკრები არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) მართავს. ჩემპიონატი 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ინგლისში გაიმართება.

„ინგლისი ერთ-ერთი ის ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მიღების შესახებ განაცხადა. სხვა ქვეყნებიც იყვნენ მსურველები, კერძოდ, ყირიმმა გამოთქვა ამის სურვილი“, - განაცხადა ConIFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ფაღავამ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იმიტომ აირჩიეს, რომ ტურნირის ჩასატარებლად საუკეთესო პირობები წარადგინა.

არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 2014 წელს შვეიცარიაში ჩატარდა, 2016 წელს კი - აფხაზეთში. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ნაკრებები აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს დაფუძნდა და 25-ზე მეტ იმ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]