weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რამზან კადიროვმა გროზნოს „ახმატის“ ფეხბურთელებს ავტომობილები აჩუქა

10:23 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა საფეხბურთო კლუბ გროზნოს „ახმატის“ ფეხბურთელებს „მერსედესის“ მარკის ავტომობილები აჩუქა. კადიროვისგან საჩუქრები მცველმა რიზვან უციევმა, თავდამსხმელმა ზაურ სადაევმა და ნახევარმცველმა მაგომედ მიტრიშევმა მიიღეს.

მიტრიშევმა „მერსედესი“ 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო, ხოლო გუნდის კაპიტანი უციევი და სადაევი იმის გამო დაჯილდოვდნენ, რომ დიდი ხანია ჩეჩნურ გუნდში თამაშობენ და კადიროვის თქმით, „კლუბის პატრიოტები“ არიან.

საჩუქრების გადაცემის ცერემონია „ახმატისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მატჩის წინ გაიმართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გროზნოს საფეხბურთო კლუბს სახელი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეეცვალა და „ტერეკის“ ნაცვლად რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის საპატივსაცემოდ „ახმატი“ დაერქვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]