weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტოჩინოშინი იოკოზუნასთან დამარცხდა, გაგამარუმ პირველი გამარჯვება მოიპოვა

11:00 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში დაწყებულ აკი ბაშოს სუპერტურნირზე მე-2 ორთაბრძოლა ჩაატარა და მეორედ დამარცხდა, ამჯერად იოკოზუნას წოდების მქონე ჰარუმაფუჯისთან. სამაგიეროდ, აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მე-7 განთესვით ასპარეზობს.

გორგაძეს შემდეგი მეტოქე ოძეკი ტერუნოფუჯი იქნება, რომელსაც მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე ასევე 2 წაგება აქვს, თუმცა ტოჩინოშინს მასთან გამართული 10 შერკინებიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]