weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბრაზილიამ და არგენტინამ შემადგენლობები დაასახელეს

13:02 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ორი უკანასკნელი შესარჩევი მატჩისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმეს. ტიტემ და ხორხე სამპაოლიმ, შესაბამისად 24 და 21-კაციანი შემადგენლობები დაასახელეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასული ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილ ორ შეხვედრაში 6 ოქტომბერს ლა პასში ბოლივიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 10 ოქტომბერს შინ - ჩილეს ნაკრებს.

ტიტემ ამჯერადაც თავი შეიკავა დავიდ ლუისის, ალექს სანდროსა და დუგლას კოსტას გამოძახებისგან, „სანტოსელი“ ლუკას ლიმა კი ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში. სამაგიეროდ, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდთან ერთად არიან: ჟემერსონი, ფრედი, დიეგო ტარდელი და ერთიც დებიუტანტი - 21 წლის „გრემიოელი“ არტური:

მეკარეები: ალისონი (რომა), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი).

მცველები: დანი ალვესი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (სამივე - პსჟ), ჟემერსონი (მონაკო), მარსელო (მადრიდის რეალი), ფილიპე ლუისი (მადრიდის ატლეტიკო), მირანდა (ინტერი), დანილო (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), პაულინიო (ბარსელონა), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), კაზემირო (მადრიდის რეალი), ვილიანი (ჩელსი), რენატო აუგუსტო (ბეიძინ გუანი), ფრედი (დონეცკის შახტარი), დიეგო (ფლამენგო), არტური (გრემიო).

თავდამსხმელები: გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი), ნეიმარი (პსჟ), რობერტო ფირმინო (ლივერპული), დიეგო ტარდელი (შანდუნ ლუნენ ტაიშანი).

არგენტინის ნაკრები, რომლის მუნდიალზე გასვლაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, 6 ოქტომბერს  შინ პრინციპულ შეხვედრას პერუსთან გამართავს, 10 ოქტომბერს კი ბოლო ტურში ეკვადორს ესტუმრება.

აღნიშნული შეხვედრებისთვის დასახელებულ შემადგენლობაში ადგილი კვლავაც ვერ მოიძებნა ისეთი გამოცდილი მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან: გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავეცი, პაბლო საბალეტა და მარკოს როხო, სამაგიეროდ სამპაოლიმ დებიუტანტებს, ხერმან პეცელასა და ემილიანო რიგონის უხმო:

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნაუელ გუსმანი (ტიგრესი), აგუსტინ მარჩესინი (ამერიკა).

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ფედერიკო ფასიო (რომა), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), ემანუელ მამანა (ზენიტი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა).

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი და ემილიანო რიგონი (ორივე - ზენიტი), ანხელ დი მარია (პსჟ), ევერ ბანეგა (სევილია), ლუკას ბილია (მილანი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა), მარკოს აკუნია (ლისაბონის სპორტინგი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

სამხრეთ ამერიკის ზონის ათი ქვეყნის ნაკრებს შორის მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საიდანაც მოწინავე ოთხი გუნდი პირდაპირ გადის მუნდიალზე, მეხუთეადგილოსანი კი ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში ოკეანეთის წარმომადგენელ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, 16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

  1. ბრაზილია - 37 ქულა, ბურთები 38:11
  2. ურუგვაი - 27 ქულა, ბურთები 28:18
  3. კოლუმბია - 26 ქულა, ბურთები 19:16
  4. პერუ - 24 ქულა, ბურთები 26:25
  5. არგენტინა - 24 ქულა, ბურთები 16:15
  6. ჩილე - 23 ქულა, ბურთები 24:23
  7. პარაგვაი - 21 ქულა, ბურთები 17:23
  8. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 24:24
  9. ბოლივია - 13 ქულა, ბურთები 14:34
  10. ვენესუელა - 8 ქულა, ბურთები 18:35
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]