weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პაპუნაშვილისა და კვერკველიას გოლები ესპანეთისა და რუსეთის თასზე

11:10 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანურ კლუბ „რეალ სარაგოსაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და ამ გოლით საკუთარი გუნდი ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალში გაიყვანა. მოულოდნელად რუსეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა სოლომონ კვერკველიას „ლოკომოტივი“, თუმცა ქართველ მცველს ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გოლიც გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

1/32 ფინალში „სარაგოსამ“ საკუთარ „ლა რომარედაზე“ „ლუგოს“ უმასპინძლა და პაპუნაშვილის გოლით დაამარცხა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 22-ე წუთზე საჯარიმოში ორ მცველს შორის ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს შორეულ კუთხეში მოხდენილი დარტყმით გაუტანა. გამარჯვების გოლის გარდა, პაპუნაშვილმა 63-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო, მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და თავისი გუნდის რიგებში გამორჩეულიც გახლდათ.

სოლომონ კვერკველიას გოლმა სამარაში მასპინძელ „კრილია სოვეტოვთან“ 2:2 გახადა ანგარიში, დამატებით დროში კი ქართველი მცველის გუნდმა გოლი გაუშვა და გათანაბრება ვეღარ შეძლო – 2:3. სხვათა შორის, მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის თასის მოქმედი გაამრჯვებული იყო, თუმცა ამჯერად ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. მიმდინარე სეზონში კი უკვე მეორედ მოხდა, რომ სოლომონ კვერკველიამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა გოლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]