weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჯერარდი და ლამპარდი „დიდების დარბაზში“ შეიყვანეს

10:17 კვირა, 24 სექტემბერი 2017

მიმდინარე წლის აპრილში ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო მუზეუმმა სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის საფეხბურთო დიდების დარბაზში დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი მათი დიდების დარბაზში შეყვანის ოფიციალური ცერემონია შედგა.

სტივ ჯერარდი „ლივერპულის“ ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. მან მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს თასი და ევროპის სუპერ თასი მოიგო, საშინაო არენაზე კი ორ-ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასსა და სუპერ თასზე, აგრეთვე ინგლისის ლიგის თასზე იმარჯვა.

ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ აღზრდილი ფრენკ ლამპარდი საუკეთესო წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გამოდიოდა, სადაც 2001-2014 წლებში ითამაშა. „არისტოკრატებთან" ერთად ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ოთხჯერ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]