weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ბრიჯსტოუნის“ შავი ზღვის თასი სანდრო თავართქილაძემ მოიგო

10:35 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

Rustavi International Motorpark-ზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა Bridgestone Black Sea Cup-2017 გაიმართა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ და “ბრიჯსტოუნმა“ წარმოადგინა.

წელს ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც 3 სხვადასხვა კლასის ავტომობილებით მონაწილეობდნენ: Formula Alfa, Legends Cars და კომპაქტ-კლასი, სადაც BMW-ს ავტომობილები ჭარბობს. შეჯიბრება საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგლამენტის მიხედვით ჩატარდა.

ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის საპრიზო ფონდმა 12 000 ლარი შეადგინა, რომელიც სამივე კლასში გამარჯვებულ მრბოლელებს შორის გადანაწილდა. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ სხვა პარტნიორი კომპანიების, Motul-ისა და Bosch-ის იაპონიის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

Formula Alfa :

  1. სანდრო თავართქილაძე
  2. შაკო ციხელაშვილი
  3. ჰარალდ შლეგელმიხი

Legends Cars:

  1. შოთა აფხაზავა
  2. არჩილ ბიძინაშვილი
  3. გიორგი ბეჟიტაშვილი

კომპაქტ-კლასი:

  1. ვასიკო ჭონიშვილი
  2. კონსტანტინე კოლიაშვილი
  3. ვანო მძელური

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]