weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალგაზრდა ძალოსანი გიორგი გიორბელიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

11:43 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

კოსოვის დედაქალაქ პრიშტინაში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველ წარმატებას მიაღწია: 15-წლამდელთა შორის 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გურამ გიორბელიძემ მოიპოვა - ქართველმა ძალოსანმა შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დამსახურებულად ავიდა.

გიორბელიძემ ატაცში 101, 105 და 108 კილოგრამიანი შტანგა დაძლია, აკვრაში კი 129, 131 და 136 კგ-ს გაუმკლავდა. ქართველმა სპორტსმენმა ჯამში 244 კგ მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ თურქებს – დოღან დონენსა და თურან გიუნგორს, შესაბამისად, 9 და 11 კგ-ით აჯობა.

პრიშტინას ფიცარნაგზე ძალები 15-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბაჩუკი შამილიშვილმა (50 კგ) მოსინჯა, რომელმაც მე-5 პოზიცია დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 2 მისვლა (68 და 71 კგ) გამოიყენა, 74 კგ-იანი შტანგა კი დაუვარდა. აკვრაში ბაჩუკი შამილიშვილმა 92 კგ მე-2 მისვლაზე დასძლია, 100 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. საერთო ჯამში, შამილიშვილმა 163 კგ მოაგროვა და 23 კგ-ით ჩამორჩა ოქროს მედლის მფლობელ სომეხ არა პოღოსიანს (186). მე-2 ადგილზე იტალიელი სერჯო მასიდა (185 კგ) გავიდა, მესამეზე კი – აზერბაიჯანელი ელსან მამადოვი (170 კგ).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]