weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მსოფლიო თასის გათამაშება თბილისში ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა

13:06 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. სომეხმა დიდოსტატმა ფინალში ყაიმით დასრულებული ოთხი პარტიის შემდეგ, ჩინეთის წარმომადგენელი დინ ლირენი ტაი-ბრეიქში დაამარცხა და მსოფლიო თასი კარიერაში მეორედ მოიპოვა.

არონიანმა მსოფლიო თასის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმა მეტოქემ კი - 80 ათასი დოლარი.

2017 წლის FIDE-ს კალენდრის მთავარ ღონისძიებას - რიგით მე-15 მსოფლიო თასის გათამაშებას საქართველოს დედაქალაქი 2 სექტემბრიდან მასპინძლობდა. შეხვედრები სასტუმრო „ჰუალინგში“ ტარდებოდა, ფანალური დაპირისპირება კი სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ტურნირში, რომელიც Check in Georgia Sport-ის ფარგლებში ჩატარდა, 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და საჭადრაკო რეიტინგ-სიის საუკეთესო 15-მა მოჭადრაკემ.

საქართველოს სახელით მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი გამოვიდა: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე. მათგან საუკეთესო შედეგი ჯობავამ აჩვენა, რომელმაც მერვედფინალში იასპარეზა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]