weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კარლო ანჩელოტი მიუნხენის „ბაიერნიდან“ გაუშვეს

12:04 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

გერმანული ფეხბურთის ფლაგმან მიუნხენის „ბაიერნს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ტიტულოვანი იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი დაკავებული პოსტიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბავარიულმა გრანდმა პარიზში 0:3 წააგო „პარი სენ-ჟერმენთან“.

ანჩელოტი გასული სეზონის წინ, ზაფხულში გახდა „ბაიერნის” დამრიგებელი და მის ხელში გუნდმა გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან” დრამატულად დამარცხდა, ასევე გამოეთიშა გერმანიის თასის გათამაშებას ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიასთან”, ხოლო წლევანდელი სეზონი საკადრო პრობლემების გამო სუსტად დაიწყო.

გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტის მიმართ უკმაყოფილონი იყვნენ „ბაიერნის“ ვეტერანები: არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და სხვა ფეხბურთელები.

„ბაიერნს“ 1-ელ ოქტომბერს, ბუნდესლიგის უახლოეს კალენდარულ მატჩში ბერლინის „ჰერტასთან“ ახლო წარსულში „ბაიერნში“ მოთამაშე ფრანგი ვილი სანიოლი გაუძღვება და ამ მატჩის შემდეგ ანჩელოტის შემცვლელის ვინაობა გამოცხადდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]