დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

ქევხიშვილი - ტყუილია, რომ სპორტსმენები ტურნირებზე თავისი ხარჯებით დადიან

12:00 - 03 ოქტომბერი 2017 hits 380
ქევხიშვილი - ტყუილია, რომ სპორტსმენები ტურნირებზე თავისი ხარჯებით დადიან

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ქართულ ძიუდოში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წამყვანი წევრები საერთაშორისო ტურნირზე თავისი ხარჯებით დადიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ქევხიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვა „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„იმ ნაწილში, რასაც ჰქვია სპორტსმენთა მომზადება და მივლინება, ჩვენ საკმაოდ წინ წავედით. გასულ წელსაც მოხდა ამ თანხის ნაწილობრივ ზრდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ნიშნულზე, რომ ყველა შეჯიბრსა თუ შეკრებაზე, რაც საერთაშორისო მასშტაბით ტარდება, ვიაროთ. ამას არცერთი ქვეყანა არ აკეთებს და არც არის მიზანშეწონილი. პრიორიტეტების განსაზღვრა წლის დასაწყისში ხდება, კონკრეტულად რომელი სპორტსმენი რომელ შეჯიბრზე უნდა გამოვიდეს.

წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი. სწორედ მათ წინ ჩატარებულ ყველა გრან-პრისა და გრან-სლემს ექცევა ყურადღება და ფაქტიურად ჩვენ არ გამოგვიტოვებია და მაქსიმალურად შევძელით, რომ ყველა სპორტსმენისთვის მიგვეცა საშუალება მინიმუმ ორ შეჯიბრზე მაინც გამოსულიყო, საუბარია ნაკრების მესამე და მეოთხე ნომრებზე. ნაკრების პირველი ნომრებისთვის ყველაფერი კეთდება, რომ მათ ჰქონდეთ იდეალური პირობები. წლის ბოლოს მორჩენილ რამოდენიმე გრან-პრიზე არ ვღებულობთ მონაწილეობას, ან ვღებულობთ შემცირებული შემადგენლობით.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა შეხედულება თითქოს სპორტსმენები თავისი ხარჯებით დადიან, რაც არანაიარად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალკე აღებული თავისი ხარჯით სიარული არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა, ეს არ ეხებათ პირველ ნომრებს, რომლებიც ნაკრების ლიდერები არიან. რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს, ბუნებრივია, როდესაც გუნდი არ ღებულობს მონაწილეობას ამა თუ იმ შეჯიბრში, თუკი იქ ნებისმიერი სპორტსმენი გამოთქვამს სურვილს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კარგი თანამშრომლობა გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და კერძო კომპანიებთან. ამ რესურსს ჩვენ გამოვიყენებთ“, - აცხადებს დავით ქევხიშვილი. 

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი