weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კაჭრეთში ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

17:40 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

5-8 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონში, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ცნობით, კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან. მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა და საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო. მსურს მადლობა გადავუხადო ცხენოსნობის ფედერაციას, ასევე ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა ფიქრობს სპეციალური პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]