ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

პოლონეთში გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ცემეს

13:56 - 04 ოქტომბერი 2017 hits 134

პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი გუნდი ვარშავის „ლეგია“ ყურადღების ცენტრში მოექცა - საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა გუნდის ფეხბურთელები ცემეს. ინციდენტი პოზნანის „ლეხთან“ 0:3 მარცხის შემდეგ მოხდა.

ვარშაველი ქომაგების გაღიზიანება ხსენებულ კონკრეტულ ერთ წაგებას არ გამოუწვევია – „ლეგია“ მიმდინარე სეზონში მისთვის უჩვეულოდ ცუდად თამაშობს და პოლონეთს ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-8 პოზიციაზეა, რაც წინა სეზონში ჩემპიონი კლუბისთის დაბალი შედეგია.

ცნობილია, რომ „ლეგიას“ გულშემატკივრები სკანდალური გამოხტომებით გამოირჩევიან და არაერთხელ მოხვედრილან მსგავსი ტიპის ყურადღების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვარშავის „ლეგიას“ რიგებში ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრების წევრ ვალერი ყაზაიშვილსაც ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com