weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პუტინის დაბადების დღეზე კადიროვის გუნდი და იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ

14:40 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

7 ოქტომბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი ვეტერანი ვარსკვლავების ნაკრები და გუნდი „ლიდერი“, რომლის კაპიტანიც რამზან კადიროვი იქნება. „ახმატ-არენაზე“ გასამართი შეხვედრა ვლადიმირ პუტინის იუბილესადმი იქნება მიძღვნილი.

ვეტერან იტალიელთა ნაკრების რიგებში იქნებიან სტეფანო ფიორე, სალვატორე სკილაჩი, მასიმო ოდო და სხვა ვარსკვლავები, „ლიდერის“ შემადგენლობაში კი ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის მხარდამხარ ითამაშებენ გროზნოს საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ წევრები და ვეტერანი რუსი ფეხბურთელები - ანდრეი კერჟაკოვი და ვალერი კარპინი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ამხანაგური მატჩი გროზნოში ერთხელ უკვე ჩატარდა, როდესაც 2015 წლის 7 ოქტომბერს ჩეჩნურმა გუნდმა „ლიდერმა“ ამხანაგურ შეხვედრაში იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს 4:1 სძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]