დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

მიუნხენის „ბაიერნში“ იუპ ჰაინკესი დაბრუნდა

10:56 - 05 ოქტომბერი 2017 hits 193
მიუნხენის „ბაიერნში“ იუპ ჰაინკესი დაბრუნდა

გერმანულ საფეხბურთო გრანდ მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის ბოლომდე გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი იუპ ჰაინკესი გაწვრთნის. 72 წლის ტიტულოვანმა მწვრთნელმა აღნიშნულ პოსტზე გუნდიდან გაშვებული კარლო ანჩელოტი შეცვალა.

კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ მის შესაძლო შემცვლელებად სახელდებოდნენ: თომას ტუხელი, ლუსიენ ფავრი, ლუი ვან გაალი და ლუის ენრიკე, თუმცა გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

იუპ ჰაინკესი ბავარიულ გრანდში ორჯერ, 1987-1991 და 2011-2013 წლებში მუშაობდა, 2009 წელს კი „ბაიერნში“ იგი, წლევანდელის მსგავსად, დროებით მწვრთნელად დანიშნეს. ჩემპიონთა ლიგა მან ორ სხვადასხვა გუნდს მოაგებინა: 1998 წელს მადრიდის „რეალს”, 2013 წელს კი - სწორედ „ბაიერნს”. 2012 წელს დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც „რეკორდმაისტერმა“ მიუნხენში საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსისთან“ პენალტებში წააგო.

იუპ ჰაინკესს 2013 წლის მაისის შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია. იმ წელს მან „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. პენსიაზე გასული ჰაინკესი მაშინ პეპ გვარდიოლამ შეცვალა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი