weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი „პატარა კახი 2017“ დასრულდა

14:19 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თელავმა საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი სახელწოდებით „პატარა კახი“ 2005-2006 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ჩატარდა და მისი ორგანიზატორები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, თელავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანება და კახეთის კალათბურთის ფედერაცია გახლდათ.

„პატარა კახი“ ტრადიციული ტურნირია, რომელიც პირველად შარშან გაიმართა, ხოლო წელს მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. მასში მონაწილეობა საქართველოს წამყვანმა საკალათბურთო რეგიონების გუნდებმა მიიღეს და ქუთაისის, რუსთავისა და თელავის გუნდებთან ერთად ტურნირში თელავთან დამეგობრებულმა ლატვიის ქალაქ ტალსის გუნდმაც იასპარეზა.

ფინალში ასპარეზობის უფლება ლატვიურმა და ქუთაისურმა გუნდებმა მოიპოვეს. სატიტულო მატჩი საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ, რომლებმაც ფინალური შეხვედრა 1 ქულის სხვაობით მოიგეს.

„პატარა კახი 2017“-ის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი ლუკა ლომთაძე დასახელდა, რომელიც ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]