weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს ნაკრები უელსთან პირველად დამარცხდა

11:15 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ უელსთან დამარცხდა. „ჯვაროსნების“ თამაში არ ყოფილა მაღალი ხარისხის და სტუმრებმაც ისტორიაში პირველად შეძლეს საქართველოს ნაკრების დამარცხება.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში ტომ ლოურენსის ჩინებულმა გოლმა გადაწყვიტა. „დერბი ქაუნთის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებთან ტექნიკურად ითამაშა და გიორგი ლორიას ძლიერი დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა, გურამ კაშიამ და სოლომონ კვერკველიამ კი უელსელს ხელი ვერ შეუშალეს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, საქართველომ ღირებული ვერაფერი შექმნა, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდს მაინც შეეძლო მატჩის გადარჩენა გიორგი მერებაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს რომ გამართლებოდათ ან უკეთ გარჯილიყვნენ.

საქართველოუელსი 0:1

საქართველო: ლორია; ო. კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი (ჯიღაური 76), გვილია (ხოჭოლავა 89), მერებაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (სხირტლაძე 76).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

უელსი: ჰენესი; განტერი, ე. უილიამსი, ჩესტერი, ბ. დევისი; ლედლი (დ. ედვარდსი 82), ალენი, რემზი, ე. კინგი; ტ. ლოურენსი (ვუდბერნი 90+1), ვოუკსი (რობსონ-კანუ 74).

მწვრთნელი: ქრის კოულმენი

ოლი: ტ. ლოურენსი (49)

გაფრთხილება: ლოურენსი (55)

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]