weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიორგი შეკრელიძე და ნინო მიქაძე „მსოფლიო რბენა 2017“–ის გამარჯვებულები საქართველოში

11:13 ორშაბათი, 08 მაისი 2017

8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში - მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.

საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა - „ფინიშ მანქანა“ მას 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა.

ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია.

მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებული ვაჟთა შორის შვედი არონ ანდერსონი გახდა, რომელმაც დუბაიში 92,14 კილომეტრი დაფარა. გოგონათა შორის პოლონელმა დომინიკა სტელმახმა გაიმარჯვა. ჩილეში, სანტიაგოში გამართულ რბენაში „ფინიშ მანქანა“ მას 68,21 კილომეტრზე წამოეწია.

წელს საქველმოქმედო მსოფლიო რბენა ექვს კონტინენტზე, 58 ქვეყნაში, 110 ადგილზე გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის გახლდათ უხუცესი მორბენალი, 94 წლის შოთა სამუშია, რომელმაც კახეთში იასპარეზა.

საქართველოში 5 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია ექვსი დღით ადრე დასრულდა. საქველმოქმედო გარბენში საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობდნენ: მოთხილამურე ივა წიკლაური, პარალიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი. „ფინიშ მანქანას“ კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ავტომრბოლი მევლუდ მელაძე მართავდა.

წლევანდელი Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა. გარბენის მზარდამჭერები იყვნენ ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და „რედ ბულის“ წარმომადგენლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]