weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

„თელავმა“ სტუმრად „სამეგრელო“ 7:1 დაამარცხა

13:39 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. ზედა ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მორიგ ბრწყინვალე გამარჯვებას სტუმრად ჩხოროწყუში მიაღწია - ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე თელაველებმა მე-5 ტურში ადგილობრივი „სამეგრელო“ დიდი ანგარიშით 7:1 დაამარცხეს.

გიორგი დეკანოსიძის შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მთლიანობაშიც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს. თელაველთაგან ჰეთ თრიქით ფლანგელი შემტევი ვასიკო გოგოლიძე გამოირჩა, მის გარდა კი გოლები გიორგი ხარებაშვილმა, ილია ბერიაშვილმა, გიორგი ნიქაბაძემ და ნიკა ნოზაძემ გაიტანეს.

მორიგ შეხვედრას სკ „თელავი“, რომელიც მიმდინარე ათგუნდიან გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს, 16 ოქტომბერს კვლავ სტუმრად გამართავს და „ჭიათურას“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]