weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლუკა კურტანიძე ვეტერან მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

16:47 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

ქართველი ვეტერანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

100 კგ წონით კატეგორიის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ქართველმა ვეტერანმა ფალავანმა ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

კურტანიძე ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფინალამდე ზედიზედ სამ შეხვედრაში იმარჯვა. მან ჯერ რუმინელი ადრიან რეკორეანი 5:1 დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ოქტავიუს ტრავონ ბელამის 7:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ნარანბაატარ დავადორჯს ”მშრალი” ანგარიშით 5:0 სძლია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პლოვდივში ვეტერანთა შორის გამართულ პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობა ტარიელ შავაძემაც იზეიმა, მანამდე კი ძიუდოისტი ალექსი დავითაშვილი გახდა ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]