weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფედერერმა შანხაის მასტერსის ფინალში ნადალი დაამარცხა

10:09 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

36 წლის შვეიცვარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა შანხაის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი 6:4, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი მეორედ მოიგო.

განვლილ შეხვედრაში ფედერერმა ჩინებულად ითამაშა, შეცდომები ნაკლები ჰქონდა და რაც მთავარია ერთხელაც არც მისცა მეტოქეს ბრეიკის შანსი, თავად კი სამჯერ დააბრეიკა ნადალი და იოლად იმარჯვა. ფედერერმა 10 ეისი მოაწოდა, ნადალმა - 4.

რაფაელ ნადალს შანსი ჰქონდა რიგით 31-ე მასტერსის ტიტულის მოგებით რეკორდი დაემყარებინა და ამ მაჩვენებლით პირველი გამხდარიყო. ფედერერმა კი 1000-ქულიანი ტურნირი კარიერაში 27-ედ მოიგო.

ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელმა სხვაობა შეამცირა (15:23) და შანხაიში გამარჯვებით 1000 ქულა და 1,192,780 დოლარი გამოიმუშავა, ნადალი 600 ქულასა და 584,845 დოლარს დასჯერდა.

მსოფლიოს N1 ჩოგბურთელ ნადალს ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი როჯერ ფედერერის ბარიერი კვლავ ვერ დაძლია, ისევე როგორც - წლევანდელ სამ შეხვედრაში. თავის მხრივ ფედერერმა 2014 წლის შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩი მოუგო ესპანელ მეტოქეს: 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა, შემდეგ კი ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსების გადამწყვეტ შეხვედრებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]