weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 4 ადგილით დაქვეითდა

14:51 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის თვის რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ უკანასკნელ ორ ოფიციალურ მატჩში უელსსა და სერბეთთან დამარცხდნენ და ამჯერად 107-ე ადგილზე იმყოფებიან.

ცვლილებებია ტოპ-ათეულში, სადაც პირველი ექვსეული არ შეცვლილა, შემდეგ პოზიციებზე კი მნიშნელოვანი გადაადგილებები მოხდა: ათეული დატოვეს შვეიცარიამ და კოლუმბიამ, რომლებიც შესაბამისად, მე-7 და მე-10 ადგილების ნაცვლად მე-11 და მე-13 პოზიციებზე აღმოჩნდნენ, ათეულში შეაღწიეს ესპანეთმა და პერუმ, საფრანგეთმა კი ერთი ადგილით აინაცვლა და მე-7 საფეხურზე დადგა. საინტერესოა, რომ ათეულში მე-9 საფეხურზე დარჩა ჩილე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის რეიტინგი გათვალისწინებული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფებისა და საბოლოო ქვეჯგუფების კენჭისყრისას.

ამჟამად FIFA / CoCa-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. გერმანია – 1631
  2. ბრაზილია – 1619
  3. პორტუგალია – 1446
  4. არგენტინა – 1445
  5. ბელგია – 1333
  6. პოლონეთი – 1323
  7. საფრანგეთი – 1226
  8. ესპანეთი – 1218
  9. ჩილე – 1173
  10. პერუ – 1160

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგში ყველაზე მეტი საფეხურის შემცვლელ ნაკრებებს, საუკეთესო ნახტომი თურქმენეთის ნაკრებმა გააკეთა, რომელიც ერთბაშად 22 პოზიციით დაწინაურდა და 114-ე ადგილზე აღმოჩნდა, ყველაზე ცუდი ვარდნა კი -25 ადგილით ეკვადორმა და ლიტვამ განიცადეს და შესაბამისად, მე-60 და 145-ე პოზიციებზე აღმოჩნდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]