weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზაზა ფაჩულიამ ახალი სეზონი მარცხითა და 6 ქულით დაიწყო

14:43 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ახალი, მისთვის რიგით მე-15 სეზონი დაიწყო. ქართველი კალათბურთელი „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10 წუთი დაჰყო. ამ დროში ზაზამ გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა.

ქართველი ცენტრი მეტოქის ფარს 100-პროცენტიანი შედეგით უტევდა, ორიდან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ზუსტად მოათავსა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი სამი პერიოდი „მეომრებმა“ მოიგეს და თითქოს შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანათ, თუმცა მეოთხე მეოთხედი ჰიუსტონელთა გამარჯვებით დასრულდა - 34:20 და საბოლოოდ, „გოლდენ სტეიტი“ ახალი სეზონის სასტარტო მატჩში ერთი ქულის სხვაობით 121:122 დამარცხდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი 23 ქულა ახალწვეულმა ნიკ იანგმა ჩააგდო.

მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 19 ოქტომბერს სტუმრად საკრამენტოში „კინგზთან” გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]