weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

17:53 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი რეზი დავითაძე ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. ჭაბუკთა ტურნირის 85 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფავორიტად მიჩნეულმა ქართველმა ძალოსანმა ჩინებულად იასპარეზა და ერთბაშად 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

დავითაძემ აკვრაში 157, 162 და 165 კილოგრამები დასძლია და პირველი გახლდათ, ისევე, როგორც აკვრაში, სადაც 181, 185 და 188 კგ-იან შტანგას გაუმკლავდა. შედეგად, რეზის 353 კგ მოუგროვდა და 10 კგ-ით აჯობა ვერცხლის მედალოსან სომეხ დავიდ ჰოვანისიანს, ბრინჯაო კი უკრაინელ ილია კულიკოვს (349 კგ.) ერგო.

აღსანიშნავია, რომ დავითაძის გარდა, ექვსივე ცდა მხოლოდ ერთმა ძალოსანმა გამოიყენა და ისიც საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ. ნოდარ კაკაბაძემ აკვრაში 141, 146 და 149 კგ. დასძლია, ხოლო ატაცში – 171, 176 და 182 კგ. ჯამური მაჩვენებლით (331 კგ.) ქართველი სპორტსმენი მე-6 გახლდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]