weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

გარდაბანში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

12:23 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა. სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება და 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნორიოდან არის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, ეს მის სოფელში პირველი ძიუდოს დარბაზია.

დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 470 000 ლარით დაფინანსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]