weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თორნიკე შენგელიას პირადი წარმატება ესპანეთში

10:35 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

საკალათბურთო კლუბ „სასკი ბასკონიას“ წევრი თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მე-5 ტურშის მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (33) სწორედ ქართველ ლეგიონერს აღმოაჩნდა და იგი ავტომატურად გახდა ტურის MVP (Most Valuable Player).

შენგელიამ მართლაც დიდებული თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს „გიპუსკოასთან“ მოაგებინა (88:86). ქართველმა კალათბურთელმა 36:36 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოახერხა.

საგულისხმოა, რომ თორნიკე შენგელია შეტევაში თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა და 9-დან 8 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონში პირველად გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]