weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გურამ კაშიას მხარდამჭერი აქცია სოციალურ ქსელში

11:15 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

ბოლო დროს ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის“ კაპიტნისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, გურამ კაშიას ირგვლივ უდიდესი ვნებათაღელვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში, ისევე როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნებმა, LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა.

ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა მოსაზრება, რომ კაშიას საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა აეკრძალოს, რასაც ფეხბურთელმა ვიდეოკომენტარით უპასუხა.

საპასუხოდ, სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი აქცია დაიწყო, რომელშიც უკვე ჩაება საფეხბურთო სამყარო. ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების წევრებმა.

თავის მხრივ გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]