weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა

11:31 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გამართული გუნდური ევროპის ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. დასკვნით მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკეები იტალიელებს დაუპირისპირდნენ და იოლი გამარჯვება იზეიმეს – 3.5:0.5.

ნინო ბაციაშვილმა (2472) ელენა სედინა (2288) დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა (2459) – დეზირე დი ბენედეტო (2190), ხოლო სალომე მელიამ (2412) – ტეა გუეჩი (2161). ერთადერთი ყაიმი ნანა ძაგნიძისა (2520) ოლგა ზიმინას (2394) პარტიაში დაფიქსირდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა მოაგროვა და მხოლოდ რუსეთს (17 ქულა) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედლები კი უკრაინამ (13 ქულა) დაისაკუთრა.

ევოპირველობა დაასრულა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმაც, რომელმაც ბოლო შეხვედრაში ფინეთის დაჯაბვნა შეძლო – 2.5:1.5. სამწუხაროდ დამარცხდა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2705). ის ტომი ნიბაკს (2572) ვერ გაუმკლავდა. მიხეილ მჭედლიშვილმა (2604) მიკა კარტუნენს (2465) სძლია, დავით ჯოჯუამ (2591) – ვილკა სიპილას (2363), ლუკა პაიჭაძე (2580) კი კალე ნიემის (2324) დაუზავდა. ქართველმა ვაჟებმა 9 ქულით 21-ე ადგილი დაიკავეს, ჩემპიონი კი აზერბაიჯანი გახდა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა და რუსეთს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. ბრინჯაოს უკრაინა დაეუფლა 13 ქულით, რომელმაც ხორვატიას ასევე დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]