weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

FIFA-მ და „ადიდასმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშო ახალი ბურთი წარადგინეს

12:18 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017

მოსკოვში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი, კაკა, ალესანდრო დელ პიერო, შაბი ალონსო და ლუკას პოდოლსკი ესწრებოდნენ.

ახალ ბურთს, რომელიც ტრადიციულად გერმანულმა სპორტულმა ბრენდმა „ადიდასმა“ დაამზადა, Telstar 18 ჰქვია. აღსანიშნავია, რომ 1970 და 1974 წლების მუნდიალების ბურთებს, შესაბამისად, Telstar და Telstar Durlast ერქვათ. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან - Television Star (სატელევიზიო ვარსკვლავი) და მის შეკვეცილ ფორმას წარმოადგენს.

ახალი ფორმის ნიმუშებისგან შეკერილი უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ახალ ბურთში მიკროჩიპი იქნება დატანებული, გარეგნულად კი დაპიქსელებული დიზაინითაა გაფორმებული.

აქვე გთავაზობთ ყველა იმ წინა ბურთის ფოტოს, რომლებიც „ადიდასმა“ 1970 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატებისთვის დაამზადა:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]