weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველი სუმოისტების წარმატებული უქმეები

13:47 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

პროფესიულ სუმოში წლის დასკვნით სუპერტურნირ კიუსიუ ბაშოზე ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ უკანასკნელ ხუთ ტურში ოთხი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე ქართველ გოლიათ თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს.

ტოჩინოშინმა შაბათს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეიშო დაამარცხა, კვირას კი - აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოდაი დაჯაბნა. ქართველ სუმოისტს 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ნოემბრის სუპერტურნირს ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წინსვლისთვის აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში.

გაგამარუმ, რომელიც ძურიოში მე-12 განთესვით ირჯება, ამ უიკენდზე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა: მან მე-14 ნომერი იაგო და მე-8 ნომერი სეირო დაჯაბნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]