weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„უკვე ოთხი დღეა რაც ვერ ვიძინებ“ - კარლო ტავეკიო

14:07 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ დუმილი დაარღვია და ეროვნული ნაკრების სენსაციურ ფიასკოზე ისაუბრა. 75 წლის მაღალჩინოსანმა თვალცრემლიანმა განაცხადა, რომ „სკვადრა აძურას“ წარუმატებლობის შემდეგ, უკვე 4 დღეა არ სძინავს.

კარლო ტავეკიომ ყველაფერში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა დაადანაშაულა.

„ჩვენ დავნიშნეთ მთავარი მწვრთნელი, მაგრამ დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება ვენტურამ მიიღო. ის აყენებდა შემადგენლობას, ტაქტიკას, სამწვრთნელო შტაბიც მან მოიყვანა. ფედერაცია ამაში არ ჩარეულა. ყველაფერი ვენტურას ბრალია, იგი შეცდა - ჩვენ ვცდილობდით ფონს გასვლას ჩაწოდებებით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ფეხბურთელები თითქმის 1.90 სმ სიმაღლის არიან. უნდა გვეთამაშა ტექნიკურად, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები მოედნის ნაცვლად სკამზე ისხდნენ.

გუნდი ერთიანი იყო, ისინი თამაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგაც ტიროდნენ. ბუფონი? – ის ძალიან დიდია, მიუხედავად ასეთი მძიმე დარტყმისა, მოედანზე მეტოქეებს ხელს ართმევდა და გამარჯვებას ულოცავდა.

უკვე ოთხი დღეა, რაც ვერ ვიძინებ და ეს კიდევ გრძელდება. ახალი მწვრთნელი? ალეგრი, მანჩინი, რანიერი, კონტე, ანჩელოტი - ეს მხოლოდ გვარებია, ვნახოთ”, - განაცხადა კარლო ტავეკიომ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ბოლოს იტალიამ მუნდიალი 60 წლის წინ, 1958 წელს შვედეთში გამართული პირველობა გამოტოვა.

რაც შეეხება ვენტურას შემცვლელებს, ხსენებულ კანდიდატებს შორის უარი უკვე განაცხადეს კარლო ანჩეოტიმ და მასიმილიანო ალეგრიმ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]