weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავმა“ ბოლო შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო და პლეი-ოფში გავიდა

12:00 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ლიგაში მოასპარეზე კლუბმა „თელავმა“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან“ გამართა, სტუმარი გუნდი 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ეტაპიც მესამე ადგილზე დაასრულა.

„სამეგრელოსთან“ მასპინძელი თელაველების მხრიდან თითო გოლი გიორგი ხარებაშვილმა, ლაშა იმედაშვილმა და ნიკა გალახვარიძემ გაიტანეს, ხოლო შეცვლაზე შესულმა გუნდის ნიჭიერმა თინეიჯერმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა დუბლი შეასრულა.

„თელავს“ წინ მე-2 ლიგაში გადასასვლელი საპლეი-ოფო მატჩები აქვს, რომლებიც 29 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება. დებულების თანახმად, სკ „თელავს“ პლეი-ოფის მატჩები მე-2 ლიგის მერვეადგილოსან გუნდთან ელის, ეს კი ან „ცხინვალი“ იქნება, ან ლანჩხუთის „გურია“ - მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პლეი-ოფის პირველ მატჩს სკ „თელავი“ 29 ნოემბერს შინ გამართავს, განმეორებითს კი - 5 დეკემბერს სტუმრად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]