weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა სუმოისტებმა ნოემბრის სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულეს

12:26 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

იაპონიის ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში დასრულებული ნომებრის სუპერტურნირის, იგივე კიუსიუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოზუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც “იმპერატორის თასი” მეორმოცედ შემართა. კიუსიუ ბაშო წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის: ორივე მათგანმა დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში დააფიქსირა, რაც მათი წოდებაში დაწინაურების წინაპირობაა.

ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 6 მარცხის ფონზე 9 გამარჯვება იზეიმა. გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა კი, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მე-12 განთესვით ირჯებოდა, 15-დან 10 ბრძოლაში იმარჯვა.

რაც შეეხება ჰაკუჰოს, რიგით 69-ე დიდმა ჩემპიონმა წლის დასკვნით სუპერტურნირზე 14 გამარჯვება და 1 მარცხი მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ერთბაშად სამ-სამი მოგებით გაასწრო.

ცნობისთვის, სუმოისტთა მორიგი რეიტინგი ბანძუკე 26 დეკემბერს გამოქვეყნდება, მორიგი ბაშო კი 14-28 იანვარს ტოკიოში ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]