weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფორმულა 1-ის სეზონი ვალტერი ბოტასის მოგებული გრან-პრით დასრულდა

10:35 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონი. „მერსედესის“ ფინელი პილოტი სტარტზევე დაწინაურდა და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა, გზად კი სეზონის ჩემპიონი თანაგუნდელის, ლუის ჰამილტონის შეტევასაც გაუძლო. ეს მისთვის კარიერაში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა.

რბოლა საინტერესო არ გამოდგა იმ მხრივ, რომ ლიდერთა შორის ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. პელოტონის შუაში პაექრობა გაცილებით საინტერესო იყო. მესამე ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა, ვინც სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა. გერმანელ პილოტს, ვინც ჰამილტონის მსგავსად ასევე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, აბუ დაბის რბოლა სამჯერ აქვს მოგებული.

აბუ დაბის გრან-პრი ფელიპე მასასთვის F1-ის ბოლო რბოლა იყო. ბრაზილიელმა პილოტმა თავისი კარიერის დასრულება შარშანაც აღნიშნა, თუმცა შემდეგ „უილიამსში“ დაბრუნება გუნდის თხოვნით გადაწყვიტა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 1:34:14.062

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, „მერსედესი“) +00:03.899

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 00:19.330

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:45.386

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 00:46.269

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 01:25.713

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 01:32.062

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:38.911

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 1 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 24 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 35 წრე

უსწრაფესი წრე:

ვალტერი ბოტასი - 1:40.650, 52-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 363 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 317
  3. ვალტერი ბოტასი - 305
  4. კიმი რაიკონენი - 205
  5. დანიელ რიკარდო - 200
  6. მაქს ფერსტაპენი - 168
  7. სერხიო პერესი - 100
  8. ესტებან ოკონი - 87
  9. კარლოს საინსი - 54
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 43
  11. ფელიპე მასა - 43
  12. ლანს სტროლი - 40
  13. რომენ გროჟანი - 28
  14. კევინ მაგნუსენი - 19
  15. ფერნანდო ალონსო - 17
  16. სტოფელ ვანდოორნი - 13
  17. ჯოლიონ პალმერი - 8
  18. პასკალ ვერლაინი - 5
  19. დანილ კვიატი - 5
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. პიერ გასლი - 0
  22. ანტონიო ჯოვანაცი - 0
  23. ბრენდონ ჰარტლი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასი:

  1. მერსედესი - 668 ქულა
  2. ფერარი - 522
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 368
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 187
  5. უილიამს-მერსედესი - 83
  6. რენო - 57
  7. ტორო როსო-რენო - 53
  8. ჰაას-ფერარი - 47
  9. მაკლარენ-ჰონდა - 30
  10. ზაუბერ-ფერარი - 5
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]