weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

11:07 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მსოფლიოს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას სათავეში ჩაუდგა.

როგორც პრესტიჟული ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება, კატალონიურ გრანდში მესის ყოველწლიური ანაზღაურება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 მილიონი ევროა, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ემატება. გარდა ამისა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 50 მილიონი ევრო მიიღო ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის. ახალი კონტრაქტის თანახმად, მესი „კამპ ნოუზე“ 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი გამოსყიდვის თანხა კი 700 მილიონი იქნება.

აქამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მესის თანამემამულე კარლოს ტევესი იყო, რომელიც ჩინურ კლუბ „შანხაი შენჰუაში“ ყოველწლიურად 38 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან: ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი“, 36 მილიონი), კრისტიანო რონალდო („რეალი“, 21 მილიონი+13 მილიონი ბონუსი) და ოსკარი („შანხაი ს.ი.პ.გ.“, 24 მილიონი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]