weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარმოადგინა

11:39 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერის პრეზენტაცია მოსკოვში შედგა. მუნდიალის პოსტერის დიზაინი ცნობილ რუს დიზაინერს, იგორ გუროვიჩს ეკუთვნის და მასზე მთავარ ფიგურად ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია გამოსახული.

„მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ხელოვნებისა და საფეხბურთო მემკვიდრეობის გამოსახულებაა. ეს ქმნილება წარმოგვიდგენს ფეხბურთისთვის ლეგენდარულ პიროვნებას და მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებას გვაუწყებს“ - განაცხადა პრეზენტაციაზე FIFA-ს ისტორიაში პირველმა ქალმა გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ.

FIFA-მ და „ადიდასმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშო ახალი ბურთი წარადგინეს

ლევ იაშინი კარიერის განმავლობაში მოსკოვის „დინამოსა“ (1950-1971 წლებში) და საბჭოთა კავშირის ნაკრების (1954-1970 წლებში) შემადგენლობაში თამაშობდა. ის მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის (1958, 1962, 1966, 1970 წლებში) მონაწილე და ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელიც ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო პრიზით - „ოქროს ბურთით“ დაჯილდოვდა. ლევ იაშინი FIFA-მ მე-20 საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. როგორ განაწილდება ქვეჯგუფებში ტურნირის მონაწილე 32 გუნდი, ამას 1-ელ დეკემბერს დანიშნული კენჭისყრის შემდეგ გავიგებთ.

აქვე გთავაზობთ აქამდე ჩატარებული 20 მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ პოსტერებს:

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]