weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მორიგი სანქცია სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილე კიდევ 5 რუს სპორტსმენს შეეხო

14:38 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, კიდევ 5 რუს სპორტსმენს გაუუქმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შედეგები.

რუს ოლიმპიელებს სოჭში მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს

კომისიამ ანტიდოპინგური წესების დარღვევაში დაადანაშაულა: ბობსლეისტები - ალექსეი ნეგოდაილო და დიმიტრი ტრუნენკოვი, ბიატლონისტები - იანა რომანოვა და ოლგა ვილუხინა და სკელეტონისტი სერგეი ჩუდინოვი. მათ ჩამოერთვათ მედლები და სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

ნეგოდაილოსა და ტრუნენკოვს ოქროს მედლები ავტომატურად ჩამოერთვათ მაშინ, როდესაც მათი ეკიპაჟის წევრი ალექსანდრ ზუბკოვი დოპინგის მიღებაში ამხილეს. ოლგა ვილუხინამ ერთი ოლიმპიური ვერცხლის მედალი ბიატლონის სპრინტში მოიპოვა, კიდევ ერთი ვერცხლი კი - ესტაფეტაში იანა რომანოვასთან, ოლგა ზაიცევასთან და ეკატერინე შუმილინასთან ერთად. სოკ-ის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, კვარტეტის ოთხივე წევრმა მედლები ავტომატურად დაკარგა.

ამ მომენტისთვის, ოსვალდის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სოკ-მა შედეგები გაუუქმა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება სამუდამოდ აუკრძალა 14 რუს სპორტსმენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]