weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2017 წლის „კოპა ლიბერტადორესი“ ბრაზილიურმა „გრემიომ“ მოიგო

12:08 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგად წოდებული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, „კოპა ლიბერტადორესის“ 2017 წლის გათამაშება პორტო ალეგრის „გრემიოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ სერიაში ბრაზილიურმა კლუბმა არგენტინული „ლანუსი“ ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ფინალის პირველი მატჩი, რომელიც „გრემიომ“ შინ ითამაშა, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა: ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე სისერომ გაიტანა.

განმეორებით შეხვედრაში ბრაზილიურმა გუნდმა „ლანუსს“ მისსავე მოედანზეც სძლია: ვეტერანი ფერნანდინიოსა და ახალბედა ვარსკვლავ ლუანის გოლებს არგენტინელებმა პრესტიჟის გოლითღა უპასუხეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კანდიდატი ლუანი დასახელდა, რომელმაც გათამაშებაში 8 გოლი გაიტანა.

„გრემიომ“ არსებობის ისტორიაში „კოპა ლიბერტადორესი“ მესამედ მოიგო - წინა ორი გამარჯვება კლუბმა 1983 და 1995 წლებში შეძლო.

აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულის სახელით „გრემიო“ დეკემბერში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასამართ FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „რეალი“, აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკლუბო ტურნირების ჩემპიონები, აგრეთვე მასპინძელი არაბული კლუბი „ალ ჯაზირა“ იასპარეზებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]