weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთი 2018: მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ჯგუფებში კენჭისყრით განაწილდნენ

20:04 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კრემლის სასახლეში, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 მონაწილე გუნდი 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდა.

კენჭისყრამდე გუნდები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ოთხ კალათში იყვნენ განაწილებულნი. პირველ კალათში 7 უძლიერეს ეროვნულ გუნდთან ერთად რუსეთი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ნაკრები მოხვდა. წილისყრაზე მთავარი წესები იქნა დაცული, კერძოდ - ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდნენ ერთიდაიგივე კონტინენტური ზონის წარმომადგენელი ქვეყნების გუნდები (მაგალითად: ბრაზილია და კოლუმბია, ანდა სენეგალი და ნიგერია), გარდა ევროპისა. ევროპული ქვეყნებიდან კი ერთ ქვეჯგუფში მხოლოდ ორი გუნდის ერთად მოხვედრა იყო დაშვებული.

კენჭისყრის პროცესში წარსულში ცნობილი ფეხბურთელები: გორდონ ბენკსი, ნიკიტა სიმონიანი, დიეგო მარადონა, დიეგო ფორლანი, კაფუ, ლორან ბლანი, კარლეს პუიოლი, ფაბიო კანავარო, გარი ლინეკერი და რუსი სპორტული ჟურნალისტი მარია კომანდნაია მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, 32 ეროვნული ნაკრები 8 ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი.

B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი.

C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია.

D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია.

E ჯგუფი: ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა რიკა, სერბეთი.

F ჯგუფი: გერმანია, მექსიკა, შვედეთი, სამხრეთ კორეა.

G ჯგუფი: ბელგია, პანამა, ტუნისი, ინგლისი.

H ჯგუფი: პოლონეთი, სენეგალი, კოლუმბია, იაპონია.

კენჭისყრის დასრულებისთანავე შედარებით სუსტ ქვეჯგუფად H ჯგუფი შეირაცხა, სხვებში კი გუნდები მეტნაკლებად თანაბრად დაკომპლექტდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, მოსკოვში რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით აიღებს და 15 ივლისს, ასევე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გასამართი ფინალით დასრულდება. მუნდიალის შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]