weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ვიტალია დარასელია 60: ახალი წიგნის პრეზენტაცია

12:50 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP-დარბაზში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ცნობილმა ავტორმა ლაშა გოდუაძე შეადგინა, დარასელიას 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„ბედნიერები ვიქნებოდით ვიტალი დარასელია დღეს ჩვენთან ერთად რომ იყოს, მაგრამ რას ვიზამთ, წარსულს ვერ შევცვლით. წიგნი დიდი სიყვარულით იქმნებოდა, მადლობა ყველას, ვინც წიგნის შექმნაში დაგვეხმარა, უპირველესად მადლობა ვიტალი დარასელიას შვილს, ქრისტინას, ასევე სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა პროექტი.“ - განაცხადა ლაშა გოდუაძემ.

პრეზენტაციაზე ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მათ გარდა შეხვედრაზე არაერთი ცნობილი სახე,  მათ შორის სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. ამპლუით ნახევარმცველმა მოთამაშემ კარიერა 1974 წელს მშობლიური ოჩამჩირის „ამირანში“ დაიწყო, 1975 წლიდან კი თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, რომლის ფინალურ შეხვედრაში „კარლ ცაისთან“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]