weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სოლომონ კვერკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდედ მოხვდა

12:26 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ შეიყვანეს.

„ყოფილი გუნდთან „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია საუცხოოდ გამოიყურებოდა. მისი დამაჯერებელი თამაში დაცვაში „რკინიგზელებს“ „რუბინის“ მინიმალური ანგარიშით დამარცხებაში დაეხმარა“, - იუწყება championat.com, რომელმაც საქართველოს ნაკრების მცველი მეშვიდედ შეიყვანა რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

აქვე გეტყვით, რომ ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილმა რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის მიმდინარე პირველობას ლიდერობს, სოლომონ კვერკველია კი შესანიშნავ სეზონს ატარებს - იგი ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მცველად აღიარეს, ბოლო პერიოდში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით დაინტერესებას ინგლისური კლუბები გამოთქვამენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]