weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კრისტიანო რონალდომ მე-5 „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და ლიონელ მესის გაუტოლდა

10:40 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანო რონალდო 2017 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია. 32 წლის სუპერვარსკვლავმა ჟურნალ France Football-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიგო ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო პრიზი.

რონალდო მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით (2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში) უშუალო კონკურენტ ლიონელ მესის გაუთანაბრდა, თავად მესი კი წელს მეორე ადგილზე გავიდა. სამეულში ადგილი ერგო „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარს, ხოლო მეოთხე ადგილი „იუვენტუსის“ 39 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსნებულმა ოთხეულმა სხვა კონკურენტები ქულებით საგრძნობლად ჩამოიტოვა.

რონალდოსთვის 2017 წელი წარმატებული ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე იყო, რომელიც „რეალთან“ ერთად მოიგო, თავად კი გათამაშების ბომბარდირი 12 გოლით გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]