weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კალათბურთის ფედერაციას პაატა გურასპაული უხელმძღვანელებს

14:49 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში პაატა გურასპაული იქნება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართული არჩევნების შემდეგ გახდა. გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

არჩევნებში დარეგისტრირებული 34 დელეგატი იყო, თუმცა 7 მათგანს მასში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, თავისი არჩევანი 27-მა დელეგატმა დააფიქსირა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა პაატა გურასპაულმა მიიღო – 80%.

„მადლობას გადავუხდი ფედერაციას გაწეული სამსახურისთვის და გაკეთებული პროექტებისთვის. საკალათბურთო სამყაროსთან ერთად ვიქნები და თქვენთან ერთავად განვახორციელებ მნიშვნელოვან პროექტებს. კალათბურთი უნდა გახდეს მასობრივი და ხელი შევუწყოთ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას. ამასთან, აუცილებელია ქალთა კალათბურთის აღორძინებაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ასევე, ჩემი მიზანია გამგეობის გაფართოება და წევრთა რაოდენობის გაზრდა”, - განაცხადა გურასპაულმა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში დელეგატებს ხმის მიცემა შიო ხეცურიანის კანდიდატურაზეც შეეძლოთ, რომელმაც არჩევნების დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ გაბრიჩიძის განმარტებით, მას ოფიციალურად არ მიუმართავს ფედერაციისთვის, კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ამიტომაც ხმის მიცემა მასზეც იყო შესაძლებელი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]